გიდანის ნახევარკუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
გიდანის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთით ტაზისა და ობის ყურეებსა და აღმოსავლეთით ენისეის ყურის (კარის ზღვა) შორის. სიგრძე 400 კილომეტრი, სიგანე 400 კილომეტრი. ზედაპირი ბორცვიანი ვაკეა. აგებულია ზღვიური და ანთროპოგენური მყინვარული ნალექებით. ჰავა მკაცრია. გაბატონებულია ხავსმღიერიანი და ბუჩქოვანი ტუნდრა, სამხრეთით ტყეტუნდრის მეჩხერი ტყეები. განვითარებულია მეირმეობა, ნადირობა, თევზჭერა. ნახევარკუნძულზე მოიპოვებენ ბუნებრივ აირს.
სწრაფი ფაქტები {{{სახელი}}} ...
{{{სახელი}}} | |
---|---|
კოორდინატები: 70° ჩ. გ. 79° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
აკვატორია | კარის ზღვა |
დახურვა