![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/25/Guyanas.svg/langka-640px-Guyanas.svg.png&w=640&q=50)
გვიანა
From Wikipedia, the free encyclopedia
გვიანა (ინგლ. Guyana, ფრანგ. Guyane, ესპ. Guayana) — რეგიონი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მოიცავს შემდეგ სამ ტერიტორიას:
- საფრანგეთის გვიანა — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი;
- გაიანა, 1831-1966 წლებში ცნობილი როგორც ბრიტანეთის გვიანა — სახელმწიფო გვიანის ზეგანსა და მდინარე კორანტეინს შორის;
- სურინამი, 1814 წლამდე ნიდერლანდის გვიანა — სახელმწიფო მდინარე კორანტეინსა და მარონის შორის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/25/Guyanas.svg/320px-Guyanas.svg.png)
ზოგჯერ, ამ რეგიონს ასევე მიაკუთვნებენ:
- გვიანის რეგიონს, ყოფილ გვიანის პროვინციას სამხრეთ-აღმოსავლეთ ვენესუელაში;
- პორტუგალიის გვიანას (ბრაზილიის გვიანა) ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში, ამჟამინდელ ამაპის შტატში.