გერმანული მარკა
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანული მარკა (გერმ. Deutsche Mark, შემოკლებით DM, ოფიციალური კოდი DEM) — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური ვალუტა 1948 წლიდან 2001 წლამდე, ასევე ოფიციალური ვალუტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის საოკუპაციო ზონასა (ტრიზონია) და ბერლინის დასავლეთ სექტორში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარკა. |
გერმანული მარკა 1948 წლის 21 ივლისს ტრიზონიაში, სამი დღის შემდეგ კი დასავლეთ ბერლინში სავალუტო რეფორმის საფუძველზე ოფიციალურად იქნა აღიარებული ერთადერთ კანონიერ ვალუტად ამ ტერიტორიებზე და ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი რაიხსმარკა. მარკა ოფიციალურ ვალუტად დარჩა 1949 წლის 23 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსების შემდეგაც. 1990 წლის 1 ივლისს გერმანულმა მარკამ შეცვალა ასევე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მანამდე მოქმედი გდრ-ის მარკა და საერთოგერმანულ ვალუტად იქცა გაერთიანებულ გერმანიაში. 2002 წლის 1 იანვრიდან გერმანიაში ოფიციალურ ვალუტად შემოღებული იქნა ევრო, რითაც გაუქმდა გერმანული მარკა.