გეოლოგიური აგეგმვა — საველე გეოლოგიურ კვლევათა კომპლექსი; მიზნათ ისახავს გეოლოგიური რუკის შედგენას და აგეგმილ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის არსებობის პროგნოზირებას. გეოლოგიური აგეგმვა ითვალისწინებს ტოპოგრაფიულ რუკაზე სხვადასხვა გენეზისის, ასაკისა და შედგენილოობის ქანების გავრცელების საზღვრებისა და ტექტონიკური სტრუქურების აღნიშვნას. აგეგმვის ხასიათი განისაზღვრება რუკის მასშტაბით, მიზნითა და საველე პირობებით.
გავრცელებულია მარშრუტული, ფართობული და ინსტრუმენტული გეოლოგიური აგეგმვა.
1 ) მარშრუტული გეოლოგიური აგეგმვის დროს რაიონს კვეთენ სხვადასხვა მიმართთულების მარშრუტებით.
2 ) ფართობული გეოლოგიური აგეგმვის დროს ასაგეგმი ტერიტორია იფარება დაკვირვების წერტილებით.
3 ) ინსტრუმენტული გეოლოგიური აგეგმვა ტარდება 1 : 10000 და უფრო მსხვილი მასშტაბით. ამ დროს მცირე გეოლოგიური ობიექტების დატანა რუკის ტოპოგრაფიულ საფუძველზე ინსტრუმენტების საშუალებით ხდება. დედამიწის ქერქის ღრმა ჰორიზონტების აგებულების გასარკვევად იყენებენ ღრმა ბურღვას, გეოფიზიკურ და გეოქიმიურ მეთოდებს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 81.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.