კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფ. ხერთვისთან (ასპინძის მუნიციპალიტეტი) From Wikipedia, the free encyclopedia
გელსუნდის ქვაბები, გულსუნდის ქვაბები — კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფ. ხერთვისთან (ასპინძის მუნიციპალიტეტი), მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
წარმოადგენს გამოქვაბულთა სამ დამოუკიდებელ კომპლექსს. უდაბნოს კომპლექსი ორ სართულადაა განლაგებული კლდის გაყოლებით. შედგება ბერთათვის განკუთვნილი, სწორკუთხედის მსგავსი ფორმის თითო ქვაბისაგან. აქვს ბრტყელი ჭერი და რამდენიმე უხეშად დამუშავებული კედლის სიბრტყეები. თარიღდება VIII–IX საუკუნეებით. შემორჩენილია ქვაბში ჩაშენებული ქვითკირის მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, რომლის თავზე, კლდის სიღრმეში, მოწყობილია სახიზარი (ქვაბი). დღეისათვის კომპლექსის ზედა სართული მიუდგომელია კლდის წინა პირის ჩამონგრევის გამო.
უდაბნოს ზემოთ, ფრიალო კლდეში, რამდენიმე სართულად განლაგებული ქვაბთა კომპლექსია, რომელიც შედგება ცალკეული ხელოვნური ქვაბ-სათავსებისაგან ოვალური და შემთხვევითი ფორმის შიდა სივრცეებით. მესამე კომპლექსი მიწისქვეშა გასასვლელების სისტემაა — დარნის ტიპის. ამ გვირაბულ გამოქვაბულში შემორჩენილია ქვისქუსლიანი კარი. ქვაბი და დარნის კომპლექსები ადრინდელი შუა საუკუნეების ხანისაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.