From Wikipedia, the free encyclopedia
გელა ბეჟუაშვილი (დ. 1 მარტი, 1967, მანგლისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სხვადასხვა დროს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი.
გელა ბეჟუაშვილი | |
ფოტო გადაღებულია გელა ბეჟუაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პოლ ვოლფოვიცის, შეხვედრის დროს 2004 წელს. | |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ოქტომბერი 2005 – 31 იანვარი 2008 | |
წინამორბედი | სალომე ზურაბიშვილი |
მემკვიდრე | დავით ბაქრაძე |
საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 თებერვალი, 2008 – 27 დეკემბერი, 2013 | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2004 – 10 ივნისი, 2004 | |
დაბადებული | 1 მარტი, 1967 მანგლისი |
ხელმოწერა |
1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია. 1997 წელს დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ), რის შემდგომაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში (აშშ). სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1996 – დაჯილდოებულია აშშ-ს მთავრობის სტიპენდიით. 1998 წელს დაჯილდოებულია გაერო-ს სტიპენდიით.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. გელა ბეჟუაშვილი დასახელებულ იქნა 2004 წლის ადამიანად აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მიერ.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დავით თევზაძე |
თავდაცვის მინისტრი 2004 |
შემდეგი: გიორგი ბარამიძე |
წინამორბედი: ივანე მერაბიშვილი |
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2004 – 2005 |
შემდეგი: ლევან ჭოლაძე |
წინამორბედი: სალომე ზურაბიშვილი |
საგარეო საქმეთა მინისტრი 2005 – 2008 |
შემდეგი: დავით ბაქრაძე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.