![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0d/PortugueseFlag1095.svg/langka-640px-PortugueseFlag1095.svg.png&w=640&q=50)
ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბურგუნდიული დინასტია — პორტუგალიის გრაფების და შემდეგ სამეფო დინასტია. უფროსი ბურგუნდიული სახლის და, შესაბამისად კაპეტინგების დინასტიის შტო. დინასტიის წარმომადგენლები პორტუგალიას მართავდნენ 1093–1383 წწ.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურგუნდიული დინასტია (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0d/PortugueseFlag1095.svg/320px-PortugueseFlag1095.svg.png)
დინასტიის დამაარსებელი იყო ენრიკე ბურგუნდიელი, პორტუგალიის პირველი გრაფი. მისი შვილი აფონსუ I დამპყრობელი გახდა პორტუგალიის პირველი მეფე.
1383 წელს, ფერნანდუ I გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ხელისუფლება გადაეცა გვერდითი შტოს ავისის დინასტიას, რომლის დამაარსებელიც გახდა ფერნანდუ I უკანონო შვილი ჟუან I, ავისის ორდენის მაგისტრი.