![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ბრუტსაბძელი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბრუტსაბძელი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი ტოტის — ჯავის ქედის დასაწყისში, მდინარეების ფაწისა და ჯომაგდონის წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3670 მ. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. წარმოადგენს მცირე მყინვარებიან კლდოვან პირამიდას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ბრუტსაბძელს შიდა ქართლის მოსახლეობა იალბუზსაც უწოდებს. იგი ძველი ქართლის საკულტო მწვერვალი იყო. მასზე აღმოჩენილია ხის ნაგებობა — ალბათ, განდეგილის თავშესაფარი. ბრუტსაბძელზე პირველი ალპინისტური ასვლა მოეწყო 1929 წელს.
სწრაფი ფაქტები ბრუტსაბძელი ...
ბრუტსაბძელი | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′50″ ჩ. გ. 44°00′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3670 მ |
ქედი | ჯავის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და ფიქალი |
დახურვა