From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსერონი (ფრანგ. Berger de Beauce) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში შუა საუკუნეებში.
წარმოშობის ქვეყანა | საფრანგეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ეს ჯიში წარმოშობით პროვინცია ბრიდანაა. გარეგნულად ბოსერონი გამოიყურება როგორც მასტიფის და დობერმანის ნარევი, მაგრამ მისი ანატომიური აღნაგობა ძალიან ჰგავს იმ ძაღლების აღნაგობას, რომლის 2000 წლის წინანდელი ნარჩენები იპოვეს აღმოსავლეთ საფრანგეთში. ეს აქტიური, ძლიერი ნებისყოფის მქონე ძაღლია, სჭირდება მკაცრი, გამოცდილი მწვრთნელი - მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული მეგობარი და დამცველი. ბოსერონს მოძრავი, ძლიერი სხეული აქვს. გაწვრთნა შეიძლება ძნელად წარიმართოს, ამიტომ სხვა ზრდასრულ ძაღლებთან შეხვედრა მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. თუმცა, ბრიარების მსგავსად, ბოსერონი ოჯახის საიმედო წევრი ხდება. ეს შესანიშნავი მუშა ძაღლი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ევროპულ გამოფენებზე. ეს ჯიში გავრცელებული იყო ბოსის პროვინციაში - სწორედ აქედანაა მისი დასახელება.
ბოსერონს აქვს უხეში, მოკლე (არანაკლებ 3 სმ.), ხშირი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს შავი-ხორბლისფრით, შავი, არლეკინნი (ნაცრისფერი-მარმარილოსებრი-ჟღალი). ბოსერონი კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ვერ ეგუება ქალაქის პირობებს. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. აქვს გრძელი, ოდნავ ამობურცული თავის ქალა. თვალების ფერი შეიძლება იცვლებოდეს ბალნის შეფერილობის მიხედვით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.