ბოდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოდი — დაბა ისტორიულ საქართველოში (ტოპონიმის ვარიანტული ფორმებია: ბოდი (ბუდი), ბოდე, ბოდინი, ბოდისი (ბუდისი)). წმინდა ნინოს გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილი. იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), არსენ ბერისა და ანონიმურ ნინოს „ცხოვრებებში“. ამ თხზულებათა თანახმად, ბოდი მდებარეობდა ისტორიულ კუხეთში.