ბლაგოევგრადი (ბულგ. област Благоевград), აგრეთვე ეძახიან მაკედონიის პირინს[1][2][3][4] (ბულგ. Пиринска Македония) მდებარეობს ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, საზღვრავს ოთხი ბულგარული ოლქი, სამხრეთით მდებარეობს ბულგარეთის და საბერძნეთის ოფიციალური საზღვარი, ხოლო დასავლეთით ჩრდილოეთ მაკედონია-ბულგარეთის ოფიციალური საზღვარი. ოლქი იყოფა 14 თემად, ბლაგოევგრადში მდებარეობს 12 ქალაქი. ოლქის ყველაზე დიდი ქალაქია ბლაგოევგრადი, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბანსკო, გოცე-დელჩევი, მელნიკი, პეტრიჩი, პაზლოგი, სანდანსკი და სიმიტლი.

Thumb
ბლაგოევგრადის ოლქი

გეოგრაფია

ოლქის ფართობი შეადგენს 6,449.5 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 341,245 ადამიანი. ბლაგოევგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს რილას მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა მუსალა (2925 მ), პროვინციის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირინის მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა ვიჰრენი (2914 მ). ბლაგოევგრადის მნიშვნელოვანი ქედებია: როდოპი, სლავიანკა, ბელასიცა, ვლაჰინია, მალეშევო, ოგრაჟდენი და სტაგაჩი. აქ მიედინება ორი დიდი მდინარე სტრუმა და მესტა.

ამ ტერიტორიაზე ძირითადად არის ხმელთაშუაზღვისპირული ჰავა. ბლაგოევგრადში არის მარმარილოს და გრანიტის მნიშვნელოვანი საბადოები.

ისტორია

ბლაგოევრგრადის ოლქი უძველესი დროიდან შედიოდა თრაკიის შემადგენლობაში, აქ ძირითადად თრაკიელები ცხოვრობდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა აქ დააარსა პირველი დასახლება ძვ.წ 340 წელს, მას ერქვა ალექსანდროპოლისი. ეს ქალაქი დაინგრა თრაკიელების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ.

თემები

Thumb
ბლაგოევგრადის ოლქის რუკა, ნაჩვენებია თემების საზღვრები და მნიშვნელოვანი ქალაქები

ბლაგოევგრადის ოლქი (област) იყოფა 14 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.

მეტი ინფორმაცია თემები, კირილიცა ...
თემები კირილიცა მოს.[5] ქალაქი/სოფელი მოს.[5]
ბანსკო Банско 13,556 ბანსკო 9,183
ბელიცა Белица 10,356 ბელიცა 3,580
ბლაგოევგრადი Благоевград 88,457 ბლაგოევგრადი 80,140
გირმენი Гърмен 16,799 გირმენი 1,982
გოცე-დელჩევი Гоце Делчев 35,884 გოცე-დელჩევი 22,255
ხადჟიდიმოვო Хаджидимово 11,207 ხადჟიდიმოვო 3,040
კრესნა Кресна 5,982 კრესნა 3,866
პეტრიჩი Петрич 64,367 პეტრიჩი 36,776
რაზლოგი Разлог 22,681 პაზლოგი 13,434
სანდანსკი Сандански 45,722 სანდანსკი 30,826
სატოვჩა Сатовча 19,025 სატოვჩა 2,434
სიმიტლი Симитли 15,746 სიმიტლი 7,567
სტრუმიანი Струмяни 6,284 სტრუმიანი 998
იაკორუდა Якоруда 11,271 იაკორუდა 6,216
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.