ბაჰრამ I
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰრამ I (სპარს. بهرام یکم; დ. უცნობია — გ. 274) — სასანიდური ირანის მე-4 შაჰინშაჰი 271-274 წლებში, შაპურ I-ის უმცროსი ვაჟი, ჰორმიზდ I-ის ძმა.
სწრაფი ფაქტები სასანიდური ირანის მე-4 შაჰინშაჰი, მმართ. დასაწყისი: ...
ბაჰრამ I | |
---|---|
სასანიდური ირანის მე-4 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 271 |
მმართ. დასასრული: | 274 |
წინამორბედი: | ჰორმიზდ I |
მემკვიდრე: | ბაჰრამ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 274 |
შვილები: |
ბაჰრამ II ჰორმიზდი |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | შაპურ I |
დედა: | ღურძადი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
დახურვა
ბაჰრამმა ტახტი დაიკავა მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობა გამოირჩეოდა სისასტიკითა და რომის იმპერიასთან გაუთავებელი ბრძოლებით, რის გამოც ხორასანში დაიწყო აჯანყებები. ბაჰრამი დიდ ყურადღებას აქცევდა რელიგიას, კულტურასა და ხელოვნებას. მის დროს სპარსეთში მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი და მანიქეიზმის ფუძემდებელი, მანი, რომელიც თავად შაჰის ბრძანებით იქნა მოკლული.
ბაჰრამ I გარდაიცვალა 3 წლიანი მმართველობის შემდეგ, 274 წელს. ის შეცვალა მისმა ვაჟმა, ბაჰრამ II-მ.