From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰადურ-შაჰ I (დ. 14 ოქტომბერი, 1643, ბიჯაპური — გ. 27 თებერვალი, 1712, ლაჰორი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-8 იმპერატორი 1707–1712 წლებში, აურანგზებისა და ნავაბ ბაის მეორე ძე, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი.
ბაჰადურ-შაჰ I | |
---|---|
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-8 იმპერატორი | |
კორონაცია: | 19 ივნისი, 1707 |
მმართ. დასაწყისი: | 19 ივნისი, 1707 |
მმართ. დასასრული: | 27 თებერვალი 1712 |
წინამორბედი: |
მუჰამად აზამ-შაჰი (დე-ფაქტო) აურანგზები |
მემკვიდრე: | ჯაჰანდარ-შაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1643 |
დაბ. ადგილი: | ბიჯაპური, დიდ მოგოლთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | 27 თებერვალი, 1712 |
გარდ. ადგილი: | ლაჰორი, დიდ მოგოლთა იმპერია |
მეუღლე: |
მიჰრ ფარვარ ბეგუმი ამათ ულ-ჰაბინ ბეგუმი რანი ჩათარ ბაი ნიზამ ბაი |
შვილები: |
ჯაჰანდარ-შაჰი აზ-უდ-დინ მირზა აზიმ უს-შაჰ მირზა დოლათ-აფზა მირზა ჯაჰან-შაჰ მირზა დაჰრ არ-რუს ბეგუმი |
სრული სახელი: | აბულ-ნასრ სეიიდ მუჰამად შაჰ-ალამ ბაადური |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: | აურანგზები |
დედა: | ნავაბ ბაი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბაჰადური დაიბადა 1643 წელს, ბიჯაპურში. ბაბუის, შაჰ-ჯაჰანის მმართველობის პერიოდში დანიშნული იყო ლაჰორის მმართველად. ლაჰორში მან კარგი განათლება და სამხედრო პრაქტიკები მიიღო. 1670-1678 წლებში მართავდა დეკანისა და რაჯასტანის პროვინციებს. მამამისთან დაძაბული ურთიერთობის გამო არასოდეს განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ. 1690-იან წლებში შეებრძოლა მარათჰებს, მაგრამ უშედეგოდ. 1702 წელს სამართავად გაგზავნეს ქაბულში, სადაც 1707 წლამდე დაჰყო.
აურანგზების გარდაცვალების შემდეგ, 1707 წლის მარტში ბაჰადურმა ვერ შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რადგან მისმა უმცროსმა ძმამ, მუჰამად აზამ-შაჰმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. 3 თვიანი ბრძოლის შემდეგ ბაჰადურმა შეძლო ძმის დამარცხება და სიკვდილით დასჯა. 1707 წლის 19 ივნისს ინდოეთმა ის აღიარა დიდ მოგოლთა მე-8 იმპერატორად. მისი 5 წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა მარათჰებთან ომებში განცდილი მარცხებითა და იმპერიის სრული რეგრესით. მამამისის დროს გამდიდრებული ხაზინა სწრაფად დააცარიელა ამბოხებულების წიააღმდეგ ბრძოლის ხარჯებმა. მოგოლთა ხელისუფლების სათავეში აღარ იყვნენ ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, როგორებიც ბაჰადურის წინაპრებს (აქბარი, ჯაჰანგირი, შაჰ-ჯაჰანი და აურანგზები) ჰყავდათ.
1708 წელს მოგოლებს გამოეყო დეკანის ოლქი და მთლიანი ავღანეთი. 1708 წელს ბაჰადური თავად ჩაუდგა მოგოლებს სათავეში და გაილაშქრა სიქიზმის მიმდევარი სიხების წინააღმდეგ და მევატთან გაანადგურა მათი 25,000 კაციანი არმია. მოგოლებს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ რაჯპუტებიც, რომლებიც მძიმე გადასახადების გაუქმებას ითხოდნენ.
1712 წელს ლაჰორში მყოფი 69 წლის ბაჰადურ-შაჰი გარდაიცვალა, დაკრძალეს დელიში. მის შემდეგ დიდ მოგოლთა იმპერიას სათავეში ჩაუდგა მისი უფროსი ვაჟი, ჯაჰანდარ-შაჰი, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე სიკვდილით დასაჯა თავისი 3 ძმა და ნათესავების დევნა დაიწყო.
წინამორბედი: მუჰამად აზამ-შაჰი |
დიდ მოგოლთა იმპერატორი 1707 — 1712 |
შემდეგი: ჯაჰანდარ-შაჰი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.