ბაღჩეული კულტურები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაღჩეული კულტურები — მცენარეთა ჯგუფი გოგრისებრთა ოჯახისა (საზამთრო, ნესვი, გოგრა). მცენარეები გართხმული ან მცოცავია. მათ სამშობლოდ ითვლება აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნები.
ბაღჩეული კულტურები სითბომოყვარული და გვალვაგამძლეა. ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი აქვს. კარგად ხარობს ყამირსა და ნასვენ მიწებზე, აგრეთვე მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე. კულტივირებულია უმთავრესად ჩრდილოეთის განედი 50°-სა და სამხრეთის განედი 35°-ს შორის მდებარე რაიონებში.