ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოება — ყოველწლიური კინომოვლენა, დაწესებული ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (ინგ: British Academy of Film and Television Arts (BAFTA)) მიერ. მას ასევე უწოდებენ ამერიკული ოსკარის შემცვლელს. კინოფესტივალი ტრადიციას იღებს 2000 წლიდან. 2000 წლის დაჯილდოება გაიმართა კინოთეატრ ოდეონში ლონდონში, ლეიცსტერის მოედანზე. 2009 წლის ცერემონია კი გაიმართა 8 თებერვალს ლონდონში ოპერის სამეფო თეატრში. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა სატელევიზიო, ანიმაციურ და კინოფილმებსა და ვიდეო თამაშებს.
სწრაფი ფაქტები
ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება | |
BAFTA-ს 77-ე დაჯილდოება | |
წარადგენს | ბრიტანეთის სატელევიზიო და კინო ხელოვნების აკადემია |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ადგილმდებარეობა | ლონდონი |
პირველად გადაეცა | 1947 |
დახურვა