ბაუჰაუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაუჰაუსი — სახელოვნებო სკოლა გერმანიაში, რომელიც აერთიანებდა ხელობას და დახვეწილ ხელოვნებას. სკოლა მოქმედებდა 1919 წლიდან 1933 წლამდე. ტერმინი გერმანულად ნიშნავდა „კონსტრუქციული სახლი“ და მისი მნიშვნელობა იყო „მშენებლობის სკოლა“.
ბაუჰაუსი დააარსა ვალტერ გროპიუსმა ვაიმარში. მიუხედავად სკოლის სახელისა და ფაქტისა რომ მისი დამაარსებელი არქიტექტორი იყო, ბაუჰაუსს საწყის წლებში არ ჰქონდა არქიტექტურული განყოფილება. ბაუჰაუსის სტილი მოგვიანებით გახდა თანამედროვე დიზაინის, მოდერნისტული არქიტექტურის და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობა. ბაუჰაზს ჰქონდა დიდი გავლენა შემდგომ განვითარებებზე ხელოვნებაში, არქიტექტურაში, გრაპიკულ დიზაინში, ინტერიერის დიზაინში, ინდუსტრიულ დიზაინში და ტიპოგრაფიაში.
სკოლა არსებობდა სამ გერმანულ ქალაქში: ვაიმარში (1919-1925), დესაუში (1925-1932) და ბერლინში (1932-1933) და ჰყავდა სამი სხვადასხვა არქიტექტორ-დიზაინერი: ვალტერ გროპიუსი 1919-დან 1928-მდე, ჰანეს მეიერი 1928-დან 1930-მდე და ლუდვიგ მის ვან დერ როე 1930-დან 1933-მდე. ვან დერ როე იყო ბოლო დირექტორი სკოლის დახურვამდე. ნაცისტურმა მთავრობამ განაცხადა, რომ სკოლა კომუნისტური ინტელეკტუალიზმის ცენტრი იყო და ნაცისტური რეჟიმის წნეხის ქვეშ მომხდარი სასწავლებელი მისივე ხელმძღვანელობამ დახურა. იმის მიუხედავად რომ სკოლა დაიხურა სკოლის შემადგენლობამ განაგრძო თავისი იდეალისტური მცნებების გავრცელება. მათ დატოვეს გერმანია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასახლდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.
ხელმძღვანელობისა და ადგილის შეცვლამ გამოიწვია ფოკუსის, ტექნიკის, ინსტრუქტორების და პოლიტიკის მუდმივი ცვლა. მაგალითად სამეთუნეო მაღაზია დაიხურა როდესაც სკოლა ვაიმარიდან დესაუში გადავიდა, იმის მიუხედავად რომ ის იყო კარგი საშემოსავლო წყარო. როცა მის ვან დერ როე გახდა სკოლის ხელმძღვანელი 1930 წელს, მან გადააკეთა ის კერძო სკოლად და ჰანეს მეიერის მომხრეებს დასწრების უფლებას არ აძლევდა.