From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტრული ბატარეა (ფრანგ. batterie) — რამდენიმე (ორი ან მეტი) ერთმანეთთან პარალელურად ან მიმდევრობით დაკავშირებულ, ერთჯერად ან დატენვად გალვანურ ელემენტთა ჯგუფი. განკუთვნილია ისეთი დენის ძალის, ძაბვის, ელექტრული მუხტის ან სიმძლავრის მისაღებად, რომლის მოცემა ერთ ელექტრულ ელემენტს არ შეუძლია. აკუმულატორების პარალელური შეერთების დროს აკუმულატორის ბატარეის ძაბვა (ემძ) ცალკეული ელემენტის ძაბვის ტოლია, ხოლო საერთო ელექტრული მუხტი ყველა აკუმულატორის ელექტრული მუხტების ჯამია. მიმდევრობითი შეერთებისას ჯამდება ემძ. შერეულ შეერთებას მიმართავენ აკუმულატორის ბატარეის ელექტრული მუხტისა და ემძ-ის გასადიდებლად. აკუმულატორული ბატარეა მუდმივი დენის წყაროა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.