![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/06/Basseterre.jpeg/640px-Basseterre.jpeg&w=640&q=50)
ბასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბასტერი (ინგლ. Bassterre; სენტ-ქრისტოფერი) — სენტ-კიტსი და ნევისის დედაქალაქი. 2005 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 15 500 ადამიანს შეადგენს. ბასტერში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავსადგური, ზღვის მეშვეობით ხორციელდება დაკავშირება ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ ნევისთან. ეს ქალაქი სენტ-ჯორჯ-ბასტერის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლებული პუნქტია, ბასტერიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სენტ-პიტერ-ბასტერის ოლქი.
ბასტერი ინგლ. Bassterre | |
![]() ქალაქის პანორამა | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
კოორდინატები | 17°18′00″ ჩ. გ. 62°44′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1627 |
ფართობი | 6,1 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
მოსახლეობა | 15 500 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 2541 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-4 |
ბასტერი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი მთელს მცირე ანტილის ტერიტორიაზე.
ბასტერი პირველად დაარსებული იქნა 1627 წელს ფრანგების მიერ. ეს ადგილი ფრანგული კოლონიის სენტ-ქრისტოფერის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 1727 წლიდან ფრანგი კოლონისტები ინგლისელებმა შეცვალეს. ქალაქ ბასტერს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორია, სხვა კარიბულ დედაქალაქებთან შედარებით. აქ მრავალი წელი გრძელდებოდა კოლონისტთა შორის ბრძოლები და დაპირისპირებები, ხშირი იყო მიწისძვრები და საჭმლის დეფიციტი. ეს ყველაფერი ადგილობრივ მცხოვრებლებზე ტრაგიკულად მოქმედებდა.