![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Kingdom_of_Kakheti_and_the_neighboring_territories_%2528Georgia%252C_Armenia%252C_Comania._Morden%252C_1693%2529.jpg/640px-Kingdom_of_Kakheti_and_the_neighboring_territories_%2528Georgia%252C_Armenia%252C_Comania._Morden%252C_1693%2529.jpg&w=640&q=50)
ბაზარი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაზარი (ძეგამი, ზაგემი) — ისტორიული ქალაქი ფეოდალურ საქართველოში. უცხოურ წყაროებში გვხვდება ძეგამისა და ზეგამის სახელწოდებითაც. მდებარეობდა დღევანდელ ქ. ბელაქნიდან 16 კმ-ის დაშორებით (ახლანდელი აზერბაიჯანი). წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1392 წელს. XV-XVI საუკუნეებში ბაზარი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. ბაზარის ეკონომიკურ დაწინაურებაში დიდი როლი შეასრულა მისმა სიახლოვემ აბრეშუმის სავაჭრო გზასთან. ამ გზით აღმოსავლეთ საქართველოს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა შაქსა და შემახასთან. ბაზარი დიდად დააზარალა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებმა (XVII ს.). ამის შემდეგ ბაზარმა თანდათან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, გაუკაცრიელდა და ნანგრევებად იქცა.
![]() |
ტერმინს „ბაზარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაზარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Kingdom_of_Kakheti_and_the_neighboring_territories_%28Georgia%2C_Armenia%2C_Comania._Morden%2C_1693%29.jpg/640px-Kingdom_of_Kakheti_and_the_neighboring_territories_%28Georgia%2C_Armenia%2C_Comania._Morden%2C_1693%29.jpg)