ახალი მოდელის არმია
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი მოდელის არმია (ინგლ. New Model Army) — მრგვალთავიანების შეიარაღებული ძალები, შეიქმნა 1644 წელს ინგლისის რევოლუციის პერიოდში ოლივერ კრომველის ინიციატივით. არმიის შემადგენლობაში იყო 22 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი. მასში გაერთიანებული იყო 23 პოლკი (ქვეითი ჯარი -12 პოლკი, დრაგუნები - 1 პოლკი, ცხენოსანი არმია - 10 პოლკი). ახალი მოდელის არმიაში გაბატონებული იყო მკაცრი დისციპლინა და მაღალი რელიგიური (პროტესტანტიზმი) სულისკვეთება.