ქიმიური პროდუქტი From Wikipedia, the free encyclopedia
აცეტილცელულოზა, ცელულოზის აცეტატები — ცელულოზის ძმარმჟავა ეთერები. აცეტილცელულოზას ღებულობენ ცელულოზის (ბამბის ღინღლი, მერქნის გაკეთილშობილებული ცელულოზა) ძმრის ანჰიდრიდის მოქმედებით სხვადასხვა კატალიზატორის და გამხსნელის თანაობისას:
რეაქციის საბოლოო პროდუქტს — ცელულოზის ტრიაცეტატს, ტექნიკაში ჩვეულებრივ ტრიაცეტილცელულოზას ან კიდევ პირველად აცეტატს უწოდებენ. ტრიაცეტატის ნაწილობრივი ჰიდროლიზისას ეგრეთ წოდებული მეორეული აცეტატი მიიღება.
აცეტილცელულოზა თეთრი ამორფული მასაა. აცეტილცელულოზა (განსაკუთრებით ტრიაცეტატი) მცირედ ჰიგროსკოპულია, შუქმედეგია, კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აქვს და პრაქტიკულად არ იწვის. 190–210°C-ზე აცეტილცელულოზის ნაკეთობა ფერს იცვლის, ხოლო 230°C-ზე იწყებს დაშლას. ტუტეები და მინერალური მჟავები აცეტილცელულოზის თანდათანობით გასაპვნას იწვევს. პირველადი აცეტილცელულოზა იხსნება ძმარმჟავაში, მეთილენქლორიდში, ქლოროფორმში, დიქლორეთანში, ანილინში, პირიდინში; მეორეული აცეტატი — აცეტონში, აცეტონისა და სპირტის ნარევში, ეთილაცეტატში, დიოქსანში და სხვა ორგანულ გამხსნელში. აცეტილცელულოზას იყენებენ აცეტატური ბოჭკოს, აფსკების (კერძოდ, ელექტროსაიზოლაციო), პლასტმასების წარმოებაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.