აქაველები — ერთ-ერთი ძველი ბერძნული ტომი, რომელიც თავდაპირველად თესალიაში სახლობდა. ფიქრობენ, რომ კონტინენტურ საბერძნეთში აქაველები სხვა ელინურ ტომებთან ერთად დასახლებულან ძვ. წ. 1900 ან ძვ. წ. 1600 წლების შემდგომ. მოგვიანებით სახელწოდება „აქაველები“ სხვა ბერძნულ ტომებზეც გავრცელებულა. ჰომეროსთან აქაველებს ეწოდებათ ტროის ომის ეპოქის ბერძნებს. აქაველებმა შექმნეს ეგეოსის კულტურასთან ახლო მდგომი მიკენის კულტურა. ძვ. წ. XIII საუკუნის შუა ხანებიდან, ტროის ომის ეპოქის შემდეგ, აქაველების ძლიერება დაეცა, ძვ. წ. XII საუკუნიდან კი, დორიელთა შემოჭრის შემდეგ, მათმა ნაწილმა საბერძნეთიდან დასავლეთ მცირე აზიასა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე იწყო გადასახლება, ხოლო ნაწილი კორინთის სრუტის ნაპირებზე დასახლდა და აქაიას ოლქი შექმნა. ძვ. წ. VIII საუკუნეში აქაველებმა სამხრეთ იტალიაში დააარსეს მთელი რიგი კოლონიები: სიბარისი, კროტონი და სხვა.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 35.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.