არგო
From Wikipedia, the free encyclopedia
არგო — არგონავტების ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელიც ათენას დახმარებით არგომ ააგო. მისივე სახელი ეწოდათ რჩეულ ბერძენ გმირებს, რომელნიც ამ გემით ჩავიდნენ კოლხეთში იასონის მეთაურობით, ოქროს საწმისის წასაღებად. მოძრავ კლდეებს – სიმპლეგადებს – არგომ ათენას შემწეობით გაასწრო, მაგრამ კიჩოს ნაწილი მაინც მოემსხვრა. ლაშქრობის შემდეგ დიდხანს იდგა სანაპიროზე, მაგრამ ბოლოს დაიმსხვრა და იასონიც გასრისა. ამ გემს ჰომეროსის ეპოქაში უკვე მთელი საბერძნეთი მოწიწებით იხსენიებდა.