აპოპი (აპეპ ძვ. ეგვ. ꜥꜣpp(y)[*ʻAʼpāp(ī)]; კოპტ. Ⲁⲫⲱⲫ[Aphōph], ან აპოფისი ძვ. ბერძნ. Ἄποφις[Ápophis]) — ყველაზე უარყოფითი დემონი ეგვიპტურ მითოლოგიაში და იმ დემონთაგან ერთ-ერთი, რომლებიც რას ღამის 12 საათის განმავლობაში, მისი მიწისქვეშეთში მოგზაურობისას ებრძოდნენ. გამოისახებოდა გიგანტური გველის სახით. აპოპი პირამიდების ტექსტებში მოხსენიებული არ არის. ის პირველად სარკოფაგების ტექსტებში ჩნდება (დაახლ. პირველი გარდამავალი პერიოდიდან). იყო ქაოსის პირველადი ძალებისა და ბოროტების სიმბოლო. თითქმის ყველა ძველეგვიპტური სოლარული ჰიმნი შეიცავს შელოცვებს აპოპის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რა მას ყოველ ღამეს ამარცხებს, თავს აღწევს წყვდიადს და აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამობრწყინდება, აპოპის საბოლოო დამარცხება შეუძლებელია. შემდეგ საღამოს იგი კვლავ ხვდება რას ბახუზე — დასავლეთის ყველაზე შორეულ მთაზე, სადაც, ეგვიპტელთა წარმოდგენით, რა მიწისქვეშეთში ეშვება, სადაც აპოპი ცხოვრობს და სადაც თავიდან იწყება მათი ბრძოლა. ეგვიპტელები აპოპს, სახელის გარდა, მაგიური, დასაწყევლი სახელებითაც მოიხსენიებდნენ — „გასაქრობი“, „დამსხვრეული ძალით“ და სხვ.

Thumb
წითური კატის სახით გამოსახული რა (მარცხნივ) ნგმირავს აპოპს (მარჯვნივ).

ლიტერატურა

  • ხვედელიძე, მანანა (2013). ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია. თბილისი: ქარჩხაძის გამომცემლობა. ISBN 978-99414-52-00-0.


Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.