From Wikipedia, the free encyclopedia
დისტოპია (ბერძ. δυσ „უარყოფა“ + ბერძ. τόπος „ადგილი“, ანუ „ცუდი ადგილი“ ), ასევე ანტიუტოპია (ბერძ. ἀντί — „უარყოფა“ + ბერძ. οὐ „უარყოფა“ + ბერძ. τόπος “ადგილი” — არადგილი, არ არსებული ადგილი[1] ან ბერძ. εὖ „კარგი“, „დადებითი“ + ბერძ. τόπος — „ადგილი“ — „ეუტოპია“— „კარგი ადგილი“[1][2]), ასევე კაკოტოპია (ბერძ. κακός „ცუდი“+ ბერძ. τόπος „ადგილი“, ანუ „ცუდი ადგილი“) — საზოგადოება, ან საზოგადოების მოწყობა, რომელიც უსიამოვნო, არასასურველი, ცუდი ან შემაშინებელია.[3][4] მისი ზუსტი თარგმანი არის „ცუდი ადგილი“, რომელიც უპირისპირდება „კარგ ადგილს“, ანუ უტოპიას. „ცუდი ადგილი“ არის სერ ტომას მურის მიერ შექმნილი ტერმინის უტოპია პირდაპირი ანტონიმი და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ წიგნ „უტოპიაში“ წამოყენებულ კარგი საზოგადოების იდეალებთან — საზოგადოებასთან, რომელშიც მინიმალურია კრიმინალი, ძალადობა და სიღარიბე.
დისტოპიას ხშირად ახასიათებს დეჰუმანიზაცია,[3] ტირანული მმართველობა, გარემოს განადგურება,[4] ან სხვა მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებენ საზოგადოების კატაკლიზმურ დაკნინებაზე. დისტოპიური საზოგადოება ხშირია უტოპიური ჟანრის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით კი თუ მისი მოქმედება მომავალში ვითარდება.
დისტოპიური ჟანრის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს მიეკუთვნება ჯორჯ ორუელის „1984“, რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით“, ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ და ევგენი ზამიატინის „ჩვენ“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.