From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიოკიის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Antioquia) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ესაზღვრება კარიბის ზღვას. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მედელინი. ანტიოკია ქვეყნის სიდიდით მეექვსე დეპარტამენტია, მისი ფართობის 80% მთებს უკავია. დეპარტამენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კოლუმბიის ანდები, იგივე დასავლეთ კორდილიერები და ანტიოკიის მთიანი მასივი, რომელსაც მდინარე კაუკა ჰყოფს.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანტიოკიის დეპარტამენტი Departamento de Antioquia | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | მედელინი | ||||
კოორდინატები | 6°41′00″ ჩ. გ. 75°34′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1826 | ||||
ფართობი | 63 612[1][2] კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 6,299,886[3] კაცი (2013) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
ოფიციალური საიტი | antioquia.gov.co | ||||
საშუალო წლიური ტემპერატურა ქალაქ მედელინში 20-21 °C-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 1500—2000 მმ. ანტიოკიის უდიდესი მდინარეებია — მაგდალენა და კაუკა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.