From Wikipedia, the free encyclopedia
ანილინი, ამინობენზოლი, ფენილამინი — ორგანული ნაერთი, უმარტივესი არომატული ამინი, სუსტი სუნის უფერო სითხე, ქიმიური ფორმულა , tდუღ 184,4°C, წყალში ცუდად იხსნება, სპირტსა და სხვა ორგანულ ნაერთებში — კარგად. ჰაერზე სწრაფად მუქდება, სუსტი ფუძეა, მინერალურ მჟავებთან მარილებს წარმოქმნის, ორგანულ მჟავებთან ურთიერთქმედებისას კი — ანილიდებს. ანილინის მეთილირების პროდუქტებს — მონო- და დიმეთილამინს იყენებენ საღებრებისა და ფეთქებად ნივთიერებათა წარმოებაში. სინთეზის გზით პირველად მიიღო ნიკოლოზ ზინინმა (1842). ქლორიან კირთან შერევისას ანილინი იისფრად იფერება. ანილინის დაჟანგვით ღებულობენ შავ საღებარს — ანილინშავს. აზოტოვანმჟავასთან ანილინის ურთიერთქმედების შედეგად (მარილმჟავა არეში) მიღებული ნაერთი აზოსაღებრების წარმოებაში მნიშვნელოვანი ნახევარპროდუქტია (იხ. დიაზონაერთები). ანილინს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ფოტოგრაფიაში (გამამჟღავნებელი ნივთიერების სინთეზისათვის). კაუჩუკის ვულკანიზაციის დამაჩქარებლების, ფეთქებად ნივთიერებათა, ფარმაცევტული პრეპარატებისა და სხვათა წარმოებაში.
ანილინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ანილინი |
ტრადიციული სახელწოდება | ამინობენზოლი. ფენილამინი |
ქიმიური ფორმულა | C6H5-NH2 |
მოლური მასა | 93.129 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.0297 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −6.3 °C |
დუღილის ტემპერატურა | 184.13 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 4.87 pKa |
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი | 3.6(20 °C) გ/100 მლ |
უსაფრთხოება | |
LD50 | 175 პპმ |
კლასიფიკაცია | |
CAS | 124-38-9 |
ანილინი შხამიანია, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე. იწვევს ჰემოლიზს. შესაძლებელია მწვავე ქრონიკული მოწამვლა. ამიტომ საჭიროებს წარმოებაში საწარმოო პროცესის ფართო მექანიზაციის დანერგვა და წარმოების ჰერმეტულობის დაცვა. სამუშაო ზონაში ანილინის დასაშვები ზღვრული კონცენტრაციაა ჰაერში 3 მგ/მ³.
ანილინის კონცენტრირებულ მარილმჟავასთან ურთიერთქმედებით მიიღება მარილი:
მიღებული მარილი კარგად იხსნება წყალში, წყალხსნარზე ტუტის მოქმედებით გამოიყოფა ანილინი:
მრეწველობაში ანილინს ღებულობენ თუჯის ბურბუშელათი ნიტრობენზოლის აღდგენით, მარილმჟავას მცირე რაოდენობის თანაობისას. პრაქტიკულად რეაქცია შემდეგნაირად მიმდინარეობს:
მეორე გზით ანილინი მიიღება ისევ ნიტრობენზოლის აღდგენით, მაგრამ ამ შემთხვევაში ატომური წყალბადის საშუალებით:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.