ანდორა-ლა-ველა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდორა-ლა-ველა (წარმოთქმა კატალანურად: [ənˈdorə lə ˈβeʎə] , ესპ. Andorra la Vieja, ფრანგ. Andorre-la-Vieille) ანდორის სამთავროს დედაქალაქია. ის მდებარეობს აღმოსავლეთ პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ეს არის აგრეთვე ოლქის სახელწოდებაც, რომელიც დედაქალაქს გარს აკრავს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანდორა-ლა-ველა Andorra la Vella | |||||
| |||||
ქვეყანა | ანდორა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 42°30′00″ ჩ. გ. 1°30′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Marc Pons Martell | ||||
დაარსდა | IX საუკუნე | ||||
ფართობი | 30 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,023 მ | ||||
მოსახლეობა | 22,884 კაცი (2004) | ||||
სიმჭიდროვე | 762.8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | AD500 | ||||
საავტომობილო კოდი | C | ||||
ოფიციალური საიტი | andorralavella.ad | ||||
დახურვა
2015 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 22,886-ს, ხოლო ურბანული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოიცავს ესკალდეს-ენგორდანსა და სატელიტურ სოფლებს, არის 40,000.
ძირითადი ინდუსტრია ტურიზმია, თუმცა ქვეყანა წარმოადგენს ოფშორულ ზონას და აქედანაც იღებს უცხოურ შემოსავალს. ადგილობრივ პროდუქტებს წარმოადგენს ავეჯი და ბრენდი. მდებარეობს რა 1,023 მ სიმაღლეზე, ის ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარე დედაქალაქია ევროპაში და ასევე პოპულარული სათხილამურო კურორტია.