From Wikipedia, the free encyclopedia
ანა კათარინა ბრანდენბურგელი (გერმ. Anna Katharina von Brandenburg, დან. Anna Cathrine af Brandenburg; დ. 26 ივნისი, 1575 — გ. 8 აპრილი, 1612) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1597-1612 წლებში როგორც კრისტიან IV-ის პირველი მეუღლე. მეფე ფრედერიკ III-ის დედა.
ანა კათარინა ბრანდენბურგელი | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ნოემბერი, 1597 |
მმართ. დასასრული: | 8 აპრილი, 1612 |
წინამორბედი: | სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი |
მემკვიდრე: | სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 ივნისი, 1575 |
დაბ. ადგილი: | ჰალე, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 აპრილი, 1612, (26 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანიის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | კრისტიან IV, დანიის მეფე |
შვილები: |
კრისტიანი ფრედერიკ III, დანიის მეფე ულრიკი |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | იოაკიმ ფრიდრიხი, ბრანდენბურგის მარკგრაფი |
დედა: | კათარინა ბრანდენბურგ-კუიშტრინელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ანა კათარინა დაიბადა 1575 წლის 26 ივნისს ჰალეში. იგი იყო ბრანდენბურგის კურფიურსტ იოაკიმ ფრიდრიხისა და მისი ცოლის, კათარინა ბრანდენბურგ-კუიშტრინელის ქალიშვილი. 1595 წელს, გერმანიაში მოგზაურობისას მას დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან IV შეხვდა, რომელმაც მაშინვე გადაწყვიტა მასზე დაქორწინება. 1596 წელს ანა კათარინა და მისი მშობლები კრისტიანის კორონაციას დაესწრნენ.
1597 წლის 27 ნოემბერს, კრისტიან IV და ანა კათარინა დაქორწინდნენ, რითაც იგი დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. საქორწილო ცერემონია ქვემო იუტლანდში, ჰადერსლევჰუსის სასახლეში შედგა. იგი დედოფლად 1598 წელს ეკურთხა. მასა და კრისტიანს სულ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ სამმა ვაჟმა მიაღწია სრულწლოვანებამდე. მისი გადარჩენილი ვაჟებიდან უფროსი მამის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა უშვილოდ, ნაბოლარა მოკლეს, ხოლო შუათანა კი ტახტზე ავიდა.
მართალია ანა კათარინა კრისტიან IV-ის ერთადერთი დედოფალია, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ეს იმის გამოა, რომ იგი მეტად წყნარი და აპოლიტიკური ქალი იყო. დედოფალი მეფეს ყოველთვის თან დაჰყვებოდა ოფიციალურ ვიზიტებსა და მიღებებზე. ცნობილია, რომ ანა კათარინა ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. არც ისაა ცნობილი, ქორწინებაში ბედნიერი იყო თუ არა, მაგრამ მის ქმარს უამრავი საყვარელი ჰყავდა. დედოფალ ანა კათარინას ბრძანებით წამოიწყეს როზენბორგის სასახლის მშენებლობა და მისი ინტერიერიც დედოფლის გემოვნებითაა მოწყობილი.
დედოფალი ანა კათარინა გარდაიცვალა 1612 წლის 8 აპრილს, 36 წლის ასაკში, კოპენჰაგენში. 1615 წელს, კრისტიანმა მეორედ იქორწინა თავის საყვარელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.