![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/Ana_de_Austria2.jpg/640px-Ana_de_Austria2.jpg&w=640&q=50)
ანა ავსტრიელი (1549-1580)
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ავსტრიელი (გერმ. Anna von Österreich, ესპ. Anna de Austria; დ. 2 ნოემბერი, 1549, ვალიადოლიდი, ესპანეთი — გ. 26 ოქტომბერი, 1580, ბადახოსი, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა მარია ესპანელის პირველი შვილი. თავდაპირველად დანიშნული იყო თავისსავე ბიძაშვილზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ანა კარლოსის მესამედ დაქვრივებულ მამას, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს მიათხოვეს, რომელიც მას ღვიძლ ბიძად ერგებოდა. ათწლიანი ქორწინებიდან მათ ხუთი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ერთმა, ფილიპე III-მ შეძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა და ესპანეთისა და პორტუგალიის ტახტზე ასვლა. ანა გარდაიცვალა 30 წლის ასაკში, პორტუგალიის ტახტისთვის მიმავალ გზაზე გრიპის ეპიდემიის დროს.
ანა ავსტრიელი | |
---|---|
Anna von Österreich | |
![]() | |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 მაისი, 1570 |
მმართ. დასასრული: | 26 ოქტომბერი, 1580 |
წინამორბედი: | ელიზაბეტ ვალუა |
მემკვიდრე: | მარგარეტ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი, 1549 |
დაბ. ადგილი: | ვალიადოლიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 26 ოქტომბერი, 1580, (30 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბადახოსი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
ფერდინანდი, ასტურიის პრინცი დიეგო, ასტურიის პრინცი ფილიპე III, ესპანეთის მეფე |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |