From Wikipedia, the free encyclopedia
ამსტერდამის უნივერსიტეტი (ნიდერლ. Universiteit van Amsterdam) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდების დედაქალაქის ამსტერდამის შუაგულში. 2014 წლის მონაცემით უნივერსიტეტს ჰყავდა 31 186 სტუდენტი[1] და დაახლოებით 5000 თანამშრომელი. ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 600 მილიონ ევროს.[2][3]. უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სამართლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინისა და სტომატოლოგიის.
ამსტერდამის უნივერსიტეტი U.S. News & World Report Best Global Universities Ranking რეიტინგში ევროპის საუკეთესო 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა [4]. ამსტერდამის უნივერსიტეტი გააჩნია სტუდენტების მიღების განსაკუთრებით დაბალი პროცენტულობითაც, უნივერსიტეტი საერთაშორისო აპლიკანტების მხოლოდ 4% იღებს წლიურად.
უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების ინტერნაციონალიზაციით. კერძოდ, იგი საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს 85-ზე მეტ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას.
ამსტერდამის უნივერსიტეტთან ერთად ამსტერდამში ასევე არსებობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.