![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f7/Ampere-def-en.svg/langka-640px-Ampere-def-en.svg.png&w=640&q=50)
ამპერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამპერი (აღნიშვნა: ა, A) — ელექტრული დენის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. განისაზღვრება, როგორც ისეთი მუდმივი დენის ძალა, რომელიც ვაკუუმში, ერთიმეორისაგან 1 მ მანძილზე პარალელურად მოთავსებულ ორ უსასრულოდ გრძელ და უსასრულოდ მცირე წრიული კვეთის მქონე გამტარში გავლისას სიგრძის ყოველ 1 მ-ზე ქმნის 2·10-7 ნიუტონის ტოლ ურთიერთქმედების ძალას. ერთეულს სახელი ეწოდა ფრანგი ფიზიკოსისა და მათემატიკოსის ანდრე მარი ამპერის პატივსაცემად.
სწრაფი ფაქტები ამპერი, სტანდარტი: ...
ამპერი | |
---|---|
![]() | |
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული |
სიდიდე: | დენის ძალა |
სიმბოლო (ქართ): | ა |
სიმბოლო (საერთ): | A |
ეპონიმი: | ანდრე მარი ამპერი |
ეკვივალენტები: | |
ჯერად ერთეულებში |
1000 მა. 0,001 კა. |
დახურვა
ამპერის წილობითი და ჯერადი ერთეულებია: კილოამპერი (კა, kA), მილიამპერი (მა, mA), მიკროამპერი (მკა, µA) და ასე შემდეგ.
- 1 კა = 103 ა;
- 1 მა = 10-3 ა;
- 1 მკა = 10-6 ა.