ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია — ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი კანონი. მასზე მუშაობა დასრულდა 1787 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც სპეციალური კონვენციით მოხდა რატიფიკაცია თითოეული შტატის მიერ. ამით შეიქმნა სუვერენული შტატების ფედერალური გაერთიანება და ამ გაერთიანების მმართველი ფედერალური მთავრობა. იგი ძალაში შევიდა 1789 წელს და გამოყენებულია მოდელად სხვა სახელმწიფოების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ამჟამად მოქმედ, დაწერილ, კონსტიტუციებს შორის ყველაზე ძველია. კონსტიტუციაზე ხელმომწერთა შორის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იყო 81 წლის ბენჯამინ ფრანკლინი, ყველაზე ახალგაზრდა ხელმომწერი კი — ჯონათან დეიტონი.