ამატის მხარე
From Wikipedia, the free encyclopedia
ამატის მხარე (ლატვ. Amatas novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 5 თემს. სამხარეო დუმა მდებარეობს დრაბეშის თემის ისტორიულ სახლ „აუსმასში“.
სწრაფი ფაქტები მხარე, ქვეყანა ...
მხარე | |||
---|---|---|---|
ამატის მხარე Amatas novads | |||
| |||
ქვეყანა | ლატვია | ||
შიდა დაყოფა | Amata Parish | ||
კოორდინატები | 57°12′00″ ჩ. გ. 25°09′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 2000 | ||
ფართობი | 741,8 კმ² | ||
მოსახლეობა | 6 392 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 8,62 კაცი/კმ² | ||
გაუქმდა | 30 ივნისი, 2021 | ||
ოფიციალური საიტი | amatasnovads.lv | ||
| |||
დახურვა
მხარე დაარსდა ამატისა და დრაბეშის თემებისაგან 2000 წელს, როგორც თვითმმართველი ერთეული ცესისის რაიონის შემადგენლობაში. 2009 წლის 1 ივლისიდან, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულების შემდეგ, ჩამოყალიბდა როგორც მხარე.