Alfa Romeo — იტალიური ავტომარკა, რომელიც 1910 წლის 24 ივნისს დაარსდა მილანში, იტალია. Alfa Romeo Fiat Group-ის ნაწილი იყო 1986 წლამდე. კომპანია ცნობილი იყო როგორც A.L.F.A, რომელიც იშიფრება როგორც Anonima Lombarda Fabbrica Automobili (ლომბარდის საავტომობილო ქარხანა, სახალხო კომპანია).

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...
Alfa Romeo Automobiles S.p.A.
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საავტომობილო წარმოება
დაფუძნდა 24 ივნისი 1910 წ მილანში
სათავო ოფისი ტურინი, იტალია
მმართველი
ჯონ ელკანი
პროდუქცია ავტომობილები, ძრავები.
დახურვა

ისტორია

მსუბუქი ავტომობილები

1910-დან 1945 წლებამდე

კომპანია რომელსაც შემდეგ Alfa Romeo ეწოდა, დაარსებულ იქნა 1906 წელს Socie Anonima Italiana Darracq (SAID)-ის სახელით, ფრანგული საავტომობილო ფირმის Alexandre darracq-ის მიერ, იტალიელ ინვესტროებთან ერთად. 1909 წელს ერთ-ერთი ინვესტორთაგანი, მილანელი არისტოკრატი უგო სტელა გახდა თანამფლობელი SAID-ისა. ფირმა თავდაპირველად მდებარეობდა ნეაპოლში, მაგრამ 1906 წელს ქარხნის რეკონსტრუქციის წინ დერეკმა გადაწყვიტა რომ მილანი უფრო შესაფერისი და მოსახერხებელი ადგილი იქნებოდა და ახალი ქარხანა იქნა აშენებული 6,700კმ2 ფართობის ტერიტორიაზე მილანის განაპირა ნაწილში - ქალაქ პორტელოში. მოგვიანებით, 1909 წელს Darracq-ის ავტომობილები შეფერხებით იყიდებოდა და სტელამ, სხვა იტალიელ თანამფლობელებთან ერთად, დააარსა ახალი კომპანია, რომელსაც A.L.F.A (Anonima Lombarda Fabbrica Automobili) ეწოდა. პირველი მანქანა რომელიც კომპანიამ გამოუშვა იყო 1910 წლის 24HP (ცხენის ძალიანი, რომლის დიზაინიც ეკუთვნოდა გისეპე მეროსის. იგი დაქირავებულ იქნა კომპანიის მიერ 1909 წელს რათა შეექმნა იტალიური ავტობაზრისთვის შესაფერისი ავტო დიზაინი. მეროსი აგრძელებს A.L.F.A-ს ახალი მოდელების შექმნას უფრო ძლიერი 40-60 HP ძრავით.A.L.F.A. ასევე ჩაება ავტო რბოლაში, 1911 წელს ტარგო ფლორიოს ტრასაზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფრანჩინი და რონზონი 24 HP მოდელებით. 1914 წელს გაუმჯობესებული Grand Pixi-ი იქნა შექმნილი GP1914 რომელიც ოთხცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. პირველი მსოფლიო ომის დროს A.L.F.A-მ 3 წლით შეწყვიტა ავტოწარმოება.

აღზევება და დაცემა (1946-1986 წწ)

Thumb
Alfa Romeo Giulia (1962–1978)

მეორე მსოფლიო ომის დროს პორტელოს მთავარი ქარხნის სამი მეხუთედი დაზიანდა. ომიდან სახლში დაბრუნებული თანამშრომლების დახმარებით დაიწყო ქარხნის აღდგენა. 1946 წლიდან ფირმა „Alfa Romeo S.p.A.-ს“ სახელით ქარხანას ახალი ავტომობილები ტოვებდნენ. თუმცა ომამდელი ძვირიანი მოდელებისთვის ბაზარი ძალიან პატარა იყო.

1950-იან წლებში ალფა პატარა კაცის სერიული მოდელების წარმოებით გაძლიერდა. ესენი იყვნენ 1954 წლის დასაწყისში წარმოდგენილი Giulietta და 1962 წლის შუადან ახალ ქარხანაში არეზეში წარმოებული Giulia.

ფიატის ერა (1986 წლიდან)

1980-იანებში იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა თავისი 600 ინდუსტრილი წილის პრივატიზაცია, რომლებიც მანამდე სახელმწიფო ჰოლდინგის IRI-ს ქვეშ იყო მოქცეული. ალფა რომეოს მოპოვებას ფორდი და ფიატი ცდილობდნენ. 1986 წლის ნოემბერში გასხვისება ფიატის კონცერნზე გამოცხადდა, რომელიც შემდგომში ალფა რომეოს ლანჩიასთან ერთად Alfa-Lancia Industriale S.p.A. საზოგადოების ქვეშ მართავდა, და რომელიც შემდეგ ფორმალურად Fiat Auto S.p.A.-ს გადაეცა.

Fiat-ისთვის გადაცემა ნიშნავდა ნოუ-ჰაუს მიღებას და ხარისხის გაზრდას. მრავალი ალფისტი მაინც მიიჩნევს Alfa 75-ს (გამოჩნდა 1985-ის შუაში საწარმოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით) როგორც „უკანასკნელ ჭეშმარიტ ალფა რომეოდ“. სინამდვილეში სახელმწიფო კონცერნში ყოფნისას ფირმა კერძო ფირმებთან უკვე კოოპერირებდა. ამგვარად 1987 წლის შემოდგომაზე გამოსული 164 წარმოებისთვის უკვე გამზადებული იყო, სანამ ფიატი ალფას გადაიბარებდა. 164 იყო პირველი დიდი ალფა წინა წამყვანი თვლებით. მისი პლატფორმა Fiat (Croma)-სთან, Lancia (Thema)-სთან და Saab (9000)-სთან ერთად შეიქმნა.

დღევანდელი სამოდელო პალეტი

ამჟამად სამოდელო პალეტი შედგება მცირე კლასის MiTo-სგან, კომპაქტური კლასის Giulietta-სგან და სპორტული მოდელის 4C-სგან.

მოდელების Alfa GT-ის, 159-ის (უნივერსალის ჩათვლით), Brera-ს და Spider-ის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, კიდევ მიმდინარეობდა მათი გაყიდვა დარჩენილი მარაგებიდან და დამატებითი წარმოებებიდან.

ტექნოლოგია

ლოგო

ალფა რომეო თავის ლოგოში მილანის საჰერცოგოს და ქალაქის გერბს აერთიანებს.

Quadrifoglio

Thumb
სამყურას ემბლემა Alfetta 159-ზე

ემბლემა Quadrifoglio (ქართ. ოთხფურცელა სამყურა) 1923 წლიდან არის ალფა რომეოს სარბოლო ავტომობილების სიმბოლო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სიმბოლო ასევე გამოიყენებოდა ამ მარკის მოდელების მოწინავე მოდიფიკაციებზე (შედარებისთვის BMW M Performance ან Volkswagen-ის GTI სერიის მოდელები). Quadrifoglio ჩვეულებისამებრ განთავსებულია მანქანის გვერდით პანელზე, წინა ბორბლების თავზე ან უკან. სიმბოლო შედგება მწვანე ან ოქროსფერი სამყურას ოთხი ფურცლისგან, რომელიც მოქცეულია თეთრ სამკუთხედში.

Rosso Alfa

დღეს წითელი ფერი ითვლება ალფა რომეოს და იტალიური ავტომანქანების საერთო ტრადიციულ ფერად.

Alfisti

სხვა ავტომარკებისგან განსხვავებით ამ მარკის ფანებისთვის არსებობს საკუთარი ტერმინი. მრავლობითში მათ უწოდებენ Alfisti და მხოლობითში Alfista.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.