From Wikipedia, the free encyclopedia
სპირტი (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა ნაწარმი, რომელიც შეიცავს ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს (− ОН). ნაერთებს, რომლებშიც ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან, უწოდებენ ფენოლებს, ხოლო თუ ნახშირბად-ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — ენოლებს. ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური, ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და ჰეტეროციკლური.
მოლეკულაში ОН-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს ერთატომიანი (ალკოჰოლი), ორატომიანი (გლიკოლები), სამატომიანი (გლიცერინი), ოთხატომიანი (პენტაერითრიტი) და მრავალატომიანი (ქსილიტი, ჰექსიტი და სხვა). ОН-ჯგუფები შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველად (− СН2ОН), მეორეულ (>CHOH) და მესამეულ (>COH) ნახშირბადატომიანთან, რის მიხედვითაც განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ სპირტს. სპირტის სახელწოდება ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნახშირწყალბადური რადიკალის სახელწოდებასთან, მაგალითად, მეთილის სპირტი, ეთილის სპირტი, პროპილის სპირტი და ა.შ. ზოგჯერ იხმარება სპირტის ტრივიალური სახელწოდება, მაგალითად, ხის სპირტი (მეთანოლი), ღვინის სპირტი (ეთანოლი) და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.