ალექსი IV ანგელოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსი IV ანგელოსი (ბერძ. Αλέξιος Δ' Άγγελος; დ. 1153 — გ. 8 თებერვალი, 1204) — ბიზანტიის იმპერატორი 1203-1204 წლებში. ისააკ II ანგელოსის შვილი.
ალექსი IV ანგელოსი | |
---|---|
ბერძ. Αλέξιος Δ' Άγγελος | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1203 |
მმართ. დასასრული: | 1204 |
წინამორბედი: | ალექსი III ანგელოსი |
მემკვიდრე: | ალექსი V დუკა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1182 |
გარდ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1204 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
დინასტია: | ანგელოსები |
მამა: | ისააკ II ანგელოსი |
დედა: | ირინე |
1203 წლის 18 ივლისს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს შეუტიეს. ალექსი III-მ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. მოსახლეობამ ციხიდან გაათავისუფლა ისააკ II და იმპერატორად გამოაცხადა, თუმცა მისი სიბრმავის გამო ჯვაროსნებმა აიძულეს ისააკი თავის მაგივრად შვილი, ალექსი აეყვანა ტახტზე. ალექსი IV-ის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ბიზანტიის იმპერიამ დაკარგა ტერიტორიები შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ტრაპიზონის იმპერია ჩამოყალიბდა.
ალექსი ცდილობდა ურთიერთობა განემტკიცებინა ჯვაროსნებთან, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა. დაპირისპირებამ კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებსა და ჯვაროსნებს შორის რეგულარული ხასიათი მიიღო. საბოლოოდ, ალექსი დუკამ 27/28 იანვრის ღამეს ისააკი და ალექსი დააპატიმრა. ისააკი მალევე გარდაიცვალა სიბერისაგან, თუმცა არსებობს მოწამვლის ვერსიაც, ალექსი კი 8 თებერვალს დაახრჩვეს. ტახტზე ალექსი დუკა ავიდა ალექსი V-ის სახელით.