ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანია
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანია — ძვ. წ. 335 წლის სამხედრო შეტაკებათა სერია ალექსანდრე მაკედონელსა და მაკედონიის სამეფოს აჯანყებულ ვასალებს შორის. ამ წელს ალექსანდრე შეიჭრა თრაკიასა და ილირიაში, კონტროლი აღადგინა ბალკანეთზე და სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულ თებეს. ალექსანდრეს მხრიდან თებეს დასჯის მიზანი სხვა ანტი-მაკედონური ქალაქ-სახელმწიფოების გაფრთხილება და დაშინება იყო. ამ მოქმედებამ ასევე სამი ბერძნული ანგარიშგასაწევი ქალაქ-სახელმწიფოდან (სპარტა, ათენი და თებე) გამოთიშა თებე.
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანია | |||
---|---|---|---|
ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი | |||
მაკედონიის სამეფო ძვ. წ. 336 წელს | |||
თარიღი | ძვ. წ. 335 | ||
მდებარეობა | თრაკია, ილირია, საბერძნეთი | ||
შედეგი | მაკედონიამ აღადგინა კონტროლი ბალკანეთზე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ბალკანეთში სიტუაციის მოგვარების შემდეგ ალექსანდრეს ხელ-ფეხი გაეხსნა იმისთვის, რომ წამოეწყო დიდი ხნის ნანატრი ლაშქრობა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. მალე მაკედონურმა არმიამ ჰელესპონტი გადალახა და მცირე აზიაში შეიჭრა, რითაც დაიწყო ალექსანდრეს სპარსეთის კამპანია.
სრული კამპანია ან მისი ცალკეული ნაწილები თავიანთ ნაშრომებში აღწერილი აქვთ პლუტარქეს, დიოდორეს და ფლავიუს არიანეს.