აიაზმა (რელიგია)
From Wikipedia, the free encyclopedia
აიაზმა (ბერძ. αγιασμοσ) — საეკლესიო ლიტერატურაში აღნიშნავს ნაკურთხ წყალს, ასევე წყლის კურთხევის ცერემონიალსაც. ძველ წერილობით ძეგლებში აღნიშნული სიტყვა თითქმის არ გვხვდება. მის ნაცვლად გამოიყენება ქართული შესატყვისი „წმიდა წყალი“. აიაზმა ქართულში დასტურდება მხოლოდ მე-18 საუკუნიდან. მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის ("აიაზმა ბერძნულია, ქართულად წმიდა წყალს ჰქვიან"), ნიკო და დავით ჩუბინაშვილების, თეიმურაზ ბაგრატიონის ლექსიკონებში და შემდგომი დროის ქართულ მწერლობაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აიაზმა (მრავალმნიშვნელოვანი). |
დღეს ქართველ მართლმადიდებელთა მეტყვლებაში აიაზმა შედარებით იშვიათად გამოიყენება. ძირითადად გვხვდება შესიტყვება „ნაკურთხი წყალი“.