აია-სოფიას ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
აია-სოფია (ბერძ. Ἁγία Σοφία) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმალთა მიერ, შემდეგ მუზეუმი იყო, ამჟამად კი მეჩეთია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.
აია-სოფია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°00′31″ ჩ. გ. 28°58′48″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | მართლმადიდებლური ტაძარი (360-404, 414-532, 537-1204, 1261-1453) კათოლიკური ტაძარი (1204-1261) მეჩეთი (1453-1935, 2020–) მუზეუმი (1935-2020) მეჩეთი(2020-) |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | სტამბოლი |
კურთხევის წელი | 537 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | მეჩეთი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | სტამბოლი, ყოფილი კონსტანტინოპოლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | ისიდორე მილეტელი ანთიმოზ ტრალელი |
დეტალები | |
სიგრძე | 82 მ |
სიგანე | 73 მ |
სიმაღლე (მაქს.) | 55 მ |
გუმბათი | 1 |
მინარეთი | 4 |
ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.
2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება. 2020 წლის ივლისში კი ტაძარი ისევ მეჩეთად იქცა.