ათენა (ძვ. ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) — საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტოსი, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი,სიბრძნის, ომის და სამართლიანობის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწას შუბი ჩაასო და ზეთისხილის ხე ამოზარდა. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.

სწრაფი ფაქტები ათენა ...
დახურვა
Thumb
ათენას მარმარილოს ქანდაკება, ძვ. წ.აღ. I საუკუნე
Thumb
პარისი განხეთქილების ვაშლით ასაჩუქრებს აფროდიტეს, რითიც გაანაწყენა ათენა

მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტისი, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.

ათენა მარადქალქული ქალღმერთა რამაც განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალასი რომელიც ბერძნულად ქალწულს ნიშნავს. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო „არგოს“ კიჩოზე.

პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი მდებარეობდა ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი როგორც სიბრძნის სიმბოლო). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან.

ლიტერატურა

  • Burkert, Walter, 1985. Greek Religion (Harvard).
  • რობერტ გრეივზი, (1955) 1960. The Greek Myths revised edition.
  • Kerenyi, Karl, 1951. The Gods of the Greeks (Thames and Hudson).
  • Harrison, Jane Ellen, 1903. Prolegomena to the Study of Greek Religion.
  • Palaima, Thomas, 2004. "Appendix One: Linear B Sources." In Trzaskoma, Stephen, et al., eds., Anthology of Classical Myth: Primary Sources in Translation (Hackett).
  • Ruck, Carl A.P. and Danny Staples, 1994. The World of Classical Myth: Gods and Goddesses, Heroines and Heroes (Durham, NC).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.