ავტოტროფული ორგანიზმები (ავტო... და ბერძნ. trophe — საკვები) — ორგანიზმები, რომელთაც არაორგანული ნივთიერებებისაგან ორგანული ნივთიერებების სინთეზირების უნარი აქვთ. ავტოტროფული ორგანიზმებია ყველა უმაღლესი მცენარე. პარაზიტებისა და საპროფიტების გარდა. წყალმცენარეები და ზოგი ბაქტერია. ქლოროფილის მარცვლებიანი მწვანე მცენარეები ორგანულ ნივთიერებებს (ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები) ქმნიან მარტივი არაორგანული ნივთიერებებისაგან (ნახშირორჯანგი და წყალი) მზის სინათლის ენერგიის მონაწილეობით, ე. ი. ფოტოსინთეზის მეშვეობით. ფოტოსინთეზის უნარი აქვს ზოგ პიგმენტოვან ბაქტერიასაც (მწვანე და მეწამული გოგირდოვანი ბაქტერიები). ავტოტროფული ბაქტერიების უმრავლესობა (ნიტრიფიკაციის ბაქტერიები, თიობაქტერიები, უფერო გოგირდოვანი ბაქტერიები) ორგანული ნივთიერების სინთეზს ახდენს ზოგი არაორგანული ნივთიერების (გოგირდწყალბადი, ამიაკი და სხვა) დაჟანგვის შედეგად გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე, ე. ი. ქემოსინთეზით. ავტოტროფული ორგანიზმების როლი ბუნებაში დიდია — ისინი ქმნიან სიცოცხლისათვის აუცილებელ ყველა ორგანულ ნივთიერებას. შეადარეთ ჰეტეროტროფული ორგანიზმები.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.