სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა — სერბეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა, რომელიც მოიცავს 2 ავტონომიურ მხარეს, 29 ოლქს, დედაქალაქ ბელგრადსა და 211 თემს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით სერბეთი უნიტარული სახელმწიფოა.
ადმინისტრაციული დაყოფა
პირველი დონე
სერბეთის შემადგენლობაში გამოიყოფა ორი ავტონომიური მხარე:
- ავტონომიური მხარე ვოევოდინა, დედაქალაქი — ნოვი-სადი
- ავტონომიური მხარე კოსოვო და მეტოხია, დედაქალაქი — პრიშტინა (ავტონომიური მხარის უდიდესი ნაწილი კონტროლირდება ნახევრად აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ).
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის ტერიტორიაზე 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადდა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო — კოსოვოს რესპუბლიკა.
სერბეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც ორი ავტონომიური მხარის საზღვრებს იქითაა, ეწოდება ცენტრალური სერბეთი და თავის მხრივ არ წარმოადგენს ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულს და იმყოფება რესპუბლიკის ხელისუფლების პირდაპირ მორჩილებაში. ამგვარად პირველი დონის ტერიტორიულ ერთეულებს ეკუთვნის: 2 ავტონომიური მხარე, სერბეთის ცენტრალური ნაწილის 17 ოლქი და ბელგრადი.
მეორე დონე
სერბეთის ტერიტორია დაყოფილია 29 ოლქად და ბელგრადად, რომელიც გამოყოფილია ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულად. ვოევოდინას ავტონომიური მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს 7 ოლქი, კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე — 5 ოლქი, სერბეთის ცენტრალურ ნაწილში — 17.
მესამე დონე
სერბეთის უმცირესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არის თემი.
სერბეთის ოლქები
ცენტრალური სერბეთი
ვოევოდინას ავტონომიური მხარე
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე
ოლქი | რუკა | ოლქის ცენტრი | ფართობი, კმ² | თემების რაოდ. |
თემები | დასახლებული პუნქტების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
კოსოვოს ოლქი | პრიშტინა | 3095 | 10 | პოდუევოს თემი, ობილიჩის თემი, პრიშტინის თემი, კოსოვო-პოლეს თემი, გლოგოვაცის თემი, შტიმლეს თემი, შტრპცეს თემი, უროშევაცის თემი, კაჩანიკის თემი, ლიპლიანის თემი. | 393 | |
პეჩის ოლქი | პეჩი (სერბეთი) | 2460 | 5 | ისტოკის თემი, პეჩის თემი, კლინის თემი, დეჩანის თემი, ჯიაკოვიცის თემი. | 317 | |
პრიზრენის ოლქი | პრიზრენი | 1902 | 4 | სუვა-რეკის თემი, ორახოვაცის თემი, პრიზრენის თემი, გორის თემი (სერბეთი) | 220 | |
კოსოვო-მიტროვიცის ოლქი | კოსოვსკა-მიტროვიცა | 2054 | 6 | ზუბინ-პოტოკი, ლეპოსავიჩის თემი, ზვეჩანის თემი, კოსოვსკა-მიტროვიცის თემი, სრბიცის თემი, ვუჩიტრნის თემი | 335 | |
კოსოვო-პომორავის ოლქი | გნილანე | 1388 | 4 | კოსოვსკა-კამენიცის თემი, ნოვო-ბრდოს თემი, გნილანეს თემი, ვიტინის თემი | 184 |
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.