![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/Mrs_Ples.jpg/640px-Mrs_Ples.jpg&w=640&q=50)
ავსტრალოპითეკები
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალოპითეკები (ლათ. australis „სამხრეთისა“, ბერძ. pithekos „მაიმუნი“) — ამომწყდარი ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რომელსაც მიაკუთვნებენ ჰომინიდების ოჯახს. ავსტრალოპითეკების ჩონჩხის ნაწილები აღმოჩენილია სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში XX საუკუნის 20-იან წლებში. ანთროპოლოგების აზრით ავსტრალოპითეკების სიმაღლე 120-130 სმ იყო, მასა 30-40 კგ, თავის ტვინის მოცულობა 500-600 სმ3. ისინი დადიოდნენ ორი ფეხით, საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ ჯოხს, ქვებს. ავსტრალოპითეკების პროგრესული შტოს წარმომადგენლები — პრეზინჯანთროპები ამზადებდნენ მარტივ ქვის იარაღებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/Mrs_Ples.jpg/640px-Mrs_Ples.jpg)