ედირნე (ასევე ადრიანოპოლი, ბერძ. Αδριανούπολις; ბულგ. Одрин) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ევროპულ ნაწილში, მდინარე მარიცაზე საბერძნეთის საზღვართან. მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს 128,400 კაცი.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ედირნე
Edirne
Thumb
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°40′41″ ჩ. გ. 26°34′34″ ა. გ.
ქალაქის მერი ჰამდი სედეფჯი
დაარსდა II საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 42±1 მეტრი
მოსახლეობა 128,400 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 284
საფოსტო ინდექსი 22 000
საავტომობილო კოდი 22
ოფიციალური საიტი edirne.gov.tr
Thumb
ედირნე
დახურვა

ეროვნული შემადგენლობა

ბიზანტიის იმპერიის ხანაში ქალაქში იყო შერეული, ძირითადად, ბერძნულ–ბულგარული მოსახლეობა. იყვნენ ასევე სომხები. ოსმანთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, თურქები და ზოგადად მუსლიმები არასდროს შეადგენდნენ ქალაქის უმრავლესობას. ასევე უმრავლესობას არ შეადგენდა არც ერთი ეთნოლინგვისტური ჯგუფი, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ბერძნული მოსახლეობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში 27,5 %–ს შეადგენდნენ.

1905 წლის მონაცემებით 80 ათასიანი ქალაქის ეთნორელიგიური სურათი ასე გამოიყურებოდა:

  • 36 ათასი ქრისტიანი (45 %), მათ შორის:
    • 22 ათასი ბერძენი
    • 10 ათასი ბულგარელი
    • 4 ათასი სომეხი
  • 30 მუსლიმი (37.5 %), მათ შორის
    • 10 ათასი თურქი
    • 20 ათასი ალბანელები, მუსლიმი ბოშები, პომაკები, ჩერქეზები, თათრები და სხვა მუჰაჯირები
  • 12 ათასი იუდეველი (15 %) (ძირითადად ლადინოზე მოლაპარაკე)
    • 2 ათასი სხვა

ქრისტიანთა და ებრაელთა ძირითადმა ნაწილმა ქალაქი დატოვა 1923 წელს. დღეს ქალაქში ცხოვრობენ თურქები (95 %) და მუსლიმი ბოშები

ცნობილი პიროვნებები

ედირნეში დაიბადნენ

  • ნიკიფორე ბრიენი (1062—1139) – ისტორიკოსი
  • მეჰმედ II (1432—1481) – სულთანი
  • კირილე VI – კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1813–1818)
  • დიონისე V – კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1887–1891)
  • კონსტანტინე კუმანუდისი (Κωνσταντηνος Κουμανουδης, 1874—1962) – ბერძნული წარმოშობის სერბი მწერალი და პოლიტიკოსი
  • ნიკოს ზაქარიადისი (Νικος Ζαχαριαδης, 1903—1973) – საბერძნეთის კომპარტიის გენ. მდივანი
  • რაფეტ ელ რომანი (დ. 1968) – თურქი მომღერალი

ედირნეში გარდაიცვალნენ

ფოტოგალერეა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.