From Wikipedia, the free encyclopedia
ადრიანე IV (ლათ. Hadrianus PP. IV; ერისკაცობაში ნიკოლას ბრეიქსპირი; დ. 1100 — გ. 1 სექტემბერი, 1159) — რომის პაპი 1154–1159 წლებში.
ინგლისელი საეკლესიო მოღვაწე, ერთადერთი ინგლისელი რომის პაპი. წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან. ჭაბუკობაში დატოვა ინგლისი, სწავლობდა საფრანგეთში. წმინდა რუთის ავინიონის მონასტერში რეგულარულ კანონიკთა რიგებში შევიდა. 1137 წელს გახდა ამ მონასტრის აბატი. როგორც ჩანს, მკაცრი წესების გამო მას უჩივლეს და გამოიძახეს რომში, მაგრამ პაპმა ევგენი II-მ მაშინვე შენიშნა ახალგაზრდა აბატის განსწავლულობა და ენერგია, აკურთხა იგი ალბანის ეპისკოპოსად და დანიშნა კარდინალად. 1150 წელს ნიკოლაუს ბრეიკსპირი, პაპის ლეგატის ხარისხით გაგზავნეს სკანდინავიაში. მას ევალებოდა ნორვეგიისა და შვედეთის ეკლესიათა ორგანოზაციის საკითხები. ამ მისიას მან ბრწყინვალედ გაართვა თავი. პაპ ანასტასიუს IV-ის გარდაცვალების შემდეგ ერთსულოვნად აირჩიეს პეტრე მოციქულის კათედრაზე.
გახდა რა პაპი, იგი მაშინვე შეუდგა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემათა გადაჭრის საქმეს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო სამოციქულო ტახტის ურთიერთობა რომის კომუნასთან, რომლის სათავეშიც ავგუსტინელტა მონასტრის ყოფილი პრიორი არნოლდ ბრეშელი იდგა. მას შემდეგ, რაც არნოლდის ხალხმა ერთ-ერთი კარდინალი მოკლა, ადრიანემ რომს ინტერდიქტი დაადო, თვით არნოლდი კი საიმპერატორო სასამართლოს გადასცა. 1155 წელს ადრიანემ კორონაცია მოუწყო იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას, მაგრამ 1157 წელს თეოკრატიულ მისწრაფებათა გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან ბარბაროსა ცდილობდა თავად აეღო ხელში უმაღლესი ხელისუფლება ეკლესიაზე. 1158 წელს მის წინააღმდეგ ქალაქ მილანთან დადო კავშირი.
ადრიან IV თანამიმდევრულად ატარებდა ეკლესიის ცენტრალიზებული მმართველობის პოლიტიკას. იგი თავის ლეგატებს სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიდა, რიტაც ამყარებდა ცალკეული საეკლესიო პროვინციების ურთიერთობას რომთან.
წინამორბედი: ანასტასიუს IV |
რომის პაპი 1154 — 1159 |
შემდეგი: ალექსანდრე III |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.