![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/9/98/AgrUni.png/640px-AgrUni.png&w=640&q=50)
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი სასწავლებელი. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წლიდან კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა. განხორციელებული რეფორმების შედეგად დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია. უკვე 2018 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ დაახლოებით 60 უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეორე ადგილზე გავიდა.[1] მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების მისაღებ ადგილად იქცა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი | |
---|---|
![]() | |
![]() | |
დაფუძნდა | 1929 წელი |
ატარებს სახელს | .. |
ტიპი | კერძო/საჯარო |
რექტორი | ვახტანგ ლეჟავა |
პრორექტორი |
|
მისამართი | დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, თბილისი, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | +(995 32) 259-49-08 - საინფორმაციო. |
კამპუსი | 2 |
http://agruni.edu.ge |
სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებთან. აგრარულ უნივერსიტეტში ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.