აბოტაბადი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბოტაბადი (ურდუ, ჰინდკო. ایبٹ آباد) — ქალაქი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჰაზარის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში. მდებარეობს ორაშის ველზე, დედაქალაქ ისლამაბადიდან 110 კმ-ით და ქ. რავალპინდიდან 130-ით ჩრდილოეთით, ქალაქ ფეშავარიდან 150 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1,260 მ. სიმაღლეზე. იგი აბოტაბადის რაიონის დედაქალაქია. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს პაკისტანის ავტონომიური ერთეული — აზად ქაშმირი (ლიტ. „თავისუფალი ქაშმირი“). მთელს პაკისტანში აბოტაბადი კარგადაა ცნობილი მისი სასიამოვნო კლიმატის, მაღალი დონის საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სამხედრო დაწესებულებების გამო. ქალაქში შემონახულია პოპულარული სამთო სადგური (hill station), რომელიც ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
აბოტაბადი ურდუ ایبٹ آباد | |
ქუჩა აბოტაბადის ძველ ქალაქში | |
ქვეყანა | პაკისტანი |
პროვინცია | ხაიბერ-პახტუნხვახაიბერ-პახტუნხვა |
რაიონი | აბოტაბადის რაიონი |
კოორდინატები | 34°09′21″ ჩ. გ. 73°13′10″ ა. გ. |
ნაზიმი (მერი) | ნაიბ ნაზიმი |
დაარსდა | 1863 |
ცენტრის სიმაღლე | 1,256 მ |
მოსახლეობა | 1,430,238 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+5 |
სატელეფონო კოდი | 0992 |
ოფიციალური საიტი | abottabad.gov.pk |
დახურვა