From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაის საშრობი ღუმელი — ჩაის ფოთოლში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა პროცესების შესაწყვეტი და ფოთლის ტენიანობის ტექნოლოგიურ ნორმამდე დასაყვანი მანქანა. ჩაის საშრობი ღუმელი არის კონვეიერული საშრობი, რომელშიც ჩაის ფოთოლი და საშრობი აგენტი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მანქანის ძირითადი ნაწილებია მკვებავი დახრილი კონვეიერი, კონვეიერებიანი საშრობი კამერა და ცეცხლმილა კალორიფერი. მკვებავი კონვეიერის თავში მოწყობილია ჩამტვირთავი ბუნკერი და ჩაის ფენის გამასწორებელი მექანიზმი. საშრობი საკანი ლითონის დახურული კოლოფია. მასში მოთავსებულია ოთხი ფირფიტოვანი კონვეიერი მვარდნი პერფორირებული ფირფიტებითურთ, რის გამოც შესაძლებელია კონვეიერების ორივე შტოს გამოყენება. მუშა საკანი ტორსული მხრიდან შეერთებულია კალორიფერის კოლოფთან, რომელშიც მოთავსებულია მილების კონა. კალორიფერის წინა ნაწილში მოთავსებულია საცეცხლე მფრქვევანითურთ.
მკვებავი კონვეიერის ბუნკერში ჩაყრილი ჩაი გაივლის ფენის გასასწორებელ მექანიზმს, გაიშლება კონვეიერის ზედაპირზე და გადაეცემა საშრობი საკნის ზედა კონვეიერს. 100-105 °C-მდე გახურებულ ჰაერს ვენტილატორი ჭირხნის საშრობი საკნის ქვედა კონვეიერის ქვეშ. ჩაის ფოთოლი თანამიმდევრობით გაივლის კონვეიერების ყველა შტოს (ზემოდან ქვემოთ), შეხვდება საშრობი აგენტის აღმავალ ნაკადს, გაშრება ისე, რომ ტენიანობა 3-4 % დარჩეს, და მბრუნავსეგმენტიანი დოლისა და ტრანსპორტიორის საშუალებით საშრობი საკნიდან გამოიტვირთება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.