ყავისფერი ჯუჯა

From Wikipedia, the free encyclopedia

ყავისფერი ჯუჯა

ყავისფერი ჯუჯა — სუბვარსკვლავური ობიექტი, რომელიც იმდენად მასიური არაა, რომ წყალბადი-1-ს სინთეზის რეაქციები წარმოქმნას ბირთვში, განსხვავებით მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისაგან. მათი მასის დიაპაზონი მძიმე გაზურ გიგანტებსა და მსუბუქ ვარსკვლავებს შორისაა, რომლის ზედა ზღვარი დაახლოებით 75-დან[1] 80 იუპიტერის მასამდეა (MJ). ნავარაუდევია, რომ 13 MJ-ზე მძიმე ყავისფერი ჯუჯა დეითერიუმის სინთეზს ახერხებს, ხოლო ~65 MJ ლითიუმსაც ასინთეზირებს.[2] ყავისფერი ჯუჯები შესაძლია სრულად კონვექცირებადი იყოს, არც ფენებით და არც სიღრმის მიხედვით ქიმიური დიფერენციაციით.[3]

Thumb
Y კლასის ყავისფერი ჯუჯა (მხატვრის წარმოსახვა)
Thumb
შედარება: უმეტესი ყავისფერი ჯუჯა ოდნავ დიდია იუპიტერზე (10-15%), მაგრამ 75-ჯერ მძიმე ბევრად დიდი სიმკვრვის გამო. შენიშვნა: მზე არ არის სწორ მასშტაბში წარმოდგენილი. ის ბევრად დიდია, ვიდრე აქაა ნაჩვენები.

ძალიან დაბალი მასის ყავისფერი ჯუჯისა და გიგანტი პლანეტის (~13MJ) განმარტებებზე დღემდე კამათობენ.[4] ერთი მხარის აზრები დაფუძნებულია ფორმირებაზე, ხოლო სხვა მხარისა — ინტერიერის ფიზიკაზე.[4]

კამათის ნაწილი ეხება იმას, უნდა გადაიტანოს თუ არა ყავისფერმა ჯუჯებმა სინთეზის პროცესი მათი არსებობის ისტორიის რომელიმე პერიოდში.

ვარსკვლავი კატეგორიზირებულია სპექტრული კლასით, სადაც ყავისფერი ჯუჯები აღნიშნულია, როგორც M, L, T და Y ტიპები.[4][5] მათი სახელის მიუხედავად, ყავისფერი ჯუჯები განსხვავებული ფერისაა. მრავალი ყავისფერი ჯუჯა ადამიანის თვალისთვის მეწამული გამოჩნდება,[4][6] ან შესაძლოა ნარინჯისფერი/წითელი.[7] ასეთი ტიპის ვარსკვლავები ძალიან კაშკაშა არ არის ხილულ სპექტრში.

არსებობს პლანეტები, რომლებიც ყავისფერი ჯუჯების გარშემო ბრუნავს: 2M1207b, MOA-2007-BLG-192Lb და 2MASS J044144b

დაახლოებით 6,5 სინათლის წლის მოშორებით უახლოესი ყავისფერი ჯუჯა არის ლუჰმან 16, რომელიც არის ყავისფერი ჯუჯების ორმაგი სისტემა. ის 2013 წელს აღმოაჩინეს. ერთ ყავისფერის ჯუჯას, სახელად DENIS-P J082303.1-491201 b, ულტრაგრილი ორმაგი სისტემიდან, დაახლოებით 28 იუპიტერის მასა აქვს, რის გამოც ის ყველაზე დიდი ეგზოპლანეტაა ცნობილთა შორის (2014 წლის მარტის მონაცემებით).

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.